ოკუპანტებმა საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე გაიტაცეს. აკაკი მისირელი ე.წ. მესაზღვრეებმა, საოკუპაციო ხაზთან ახლო მდებარე სოფელ ქერედან წაიყვანეს. როგორც „კურიერს“ მისი ოჯახის წევრებმა განუცხადეს, მამაკაცი საქონელს მწყემსავდა და სავარაუდოდ, საოკუპაციო ხაზთან არსებულ წყაროზე აიყვანეს, რომელიც ე.წ. სადავო ტერიტორიაზეა.
ოჯახმა მომხდარის შესახებ შაბათ, გვიან ღამით, პოლიციისგან შეიტყო. აკაკი მისირელი მათ ამ დრომდე არ დაკავშირებია. გატაცებული სავარაუდოდ, ცხინვალის იზოლატორშია გადაყვანილი.
„რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, გატაცებულის დაბრუნების მიზნით, ინციდენტთა პრევენციის და მათზე რეაგირების კომისიის ფარგლებში არსებული ცხელი ხაზი ამოქმედებულია. ასევე, საქმეში ჩართული არიან ევროკავშირის წარმომადგენლები.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.