თვითმკვლელი ტერორისტის მიერ ბომბით განხორციელებულ თავდასხმას ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში, ამომრჩეველთა რეგისტრაციის ცენტრთან, 57 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, სხვა 50-ზე მეტმა კი დაზიანებები მიიღო, იტყობინება BBC ოფიციოზზე დაყრდნობით.
აფეთქება მაშინ მოხდა, როცა შეჯგუფებული ხალხი ცენტრში შესვლას ელოდებოდა. დაღუპულთა შორის 21 ქალი და 5 ბავშვია.
მომხდართან დაკავშირებით თალიბანმა განაცხადა, რომ მას არ განუხორციელებია აღნიშნული თავდასხმა და არც რომელიმე სხვა დაჯგუფებას აუღია ჯერჯერობით პასუხისმგებლობა.
ოქტომბერში დაგეგმილი საკანანომდებლო ორგანოს არჩევნებიდან გამომდინარე, აპრილიდან, ქვეყანაში ამომრჩეველთა რეგისტრაცია დაიწყო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.