იმ დროს, როცა შეერთებული შტატების და ჩრდილოეთ კორეის ლიდერები ერთმანეთთან შესახვედრად ემზადებიან, რა დროსაც ფხენიანის ბირთვული განიარაღების საკითხი უნდა იყოს განხილული და კიმ ჩენ ინმა უკვე განაცხადა კიდეც, რომ აჩერებს ქვეყნის ბირთვულ და სარაკეტო გამოცდებს და ხურავს ბირთვული გამოცდის ადგილს, ირანი - ამერიკის შეერთებული შტატებისთვის ახლო აღმოსავლეთის ერთ-ერთი ყველაზე მოუთვინიერებელი სახელმწიფო, გამაფრთხილებელ განცხადებას აკეთებს და ხაზს უსვამს, რომ თუკი ვაშინგტონი ბირთვული შეთანხმების პირობებს დაარღვევს და ქვეყანას ახალ ეკონომიკურ სანქციებს დაუწესებს, თეირანი დასავლეთის სახელმწიფოთა ძალისხმევით შეჩერებულ ბირთვულ პროგრამას განაახლებს.
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მუჰამედ ჯავად ზარიფმა შაბათს, ნიუ იორკში განაცხადა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის და გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის მცდელობა „ასიამოვნონ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, უსარგებლო მცდელობა იქნება“. მერკელი და მაკრონი ვაშინგტონში ტრამპთან შესახვედრად მომავალ კვირას ჩადიან.
ტრამპი 12 მაისისთვის გადაწყვეტს, დააწესებს თუ არა თეირანზე ეკონომიკურ სანქციებს და თუკი ირანს სანქციები დაეკისრება, ეს იქნება ირანსა და მსოფლიოს მთავარ 6 სახელმწიფოს შორის 2015 წელს მიღწეული შეთანხმების თავდაყირა დაყენება. ტრამპი ევროპელ მოკავშირეებზე ზეწოლას ახორციელებს, რათა შეთანხმებაში კორექტივები იქნეს შეტანილი.
„შეერთებული შტატები არა მხოლოდ წარუმატებელი აღმოჩნდა განეხორციელებინა ხელშეკრულების მის მეირ ნაკისრი ვალდებულები, არამედ ის ითხოვს კიდევ უფრო მეტს“, განაცხადა ზარიფმა ნიუ იორკში, სადაც იგი გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე დასასწრებად არის ჩასული.
„ეს ძალიან სახიფათო გზავნილია ირანელი ხალხისთვის და ასევე მსოფლიო ხალხისთვის - რომ შენ ვერასოდეს შეთანხმდები შეერთებულ შტატებთან, რადგან დღის ბოლოს შეერთებული შტატებისთვის სამოქმედო პრინციპი იქნება „რაც ჩემია ჩემია, რაც შენია, ის კი განხილვას ექვემდებარება“, განაცხადა ზარიფმა, როგორც ამას „როიტერსი“ იტყობინება.
ირანის ბირთვული შეთანხმების პირობებით, რომელიც ბარაქ ობამას პრეზიდენტობისას გაფორმდა, თეირანი, ეკონომიკური სანქციების მოხსნის სანაცვლოდ, დათანხმდა მისი ბირთვული პროგრამის შეჩერებაზე. ზარიფმა განაცხადა, რომ თუკი ვაშინგტონი გამოვა შეთანხმებიდან, თეირანის მიერ ბევრი არჩევანი იქნება განხილული, მათ შორის სადავო მექანიზმის შესახებ ჩივილი ან მარტივად, შეთანხმების დატოვება და მისი ბირთვული აქტივობების განახლება.
„ჩვენ გადაწყვეტილებას ჩვენი ეროვნული ინტერესების მიხედვით მივიღებთ, როცა ამის დრო დადგება. მაგრამ როგორიც არ უნდა იყოს გადაწყვეტილება, ის არ იქნება ძალიან სასიამოვნო შეერთებული შტატებისთვის“, განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.