ნიკარაგუას პრეზიდენტმა, დანიელ ორტეგამ სოციალური მიმართულებით დაწყებული საპენსიო რეფორმები შეაჩერა მას შემდეგ, რაც ოთხშაბათს ქვეყანაში მასობრივმა პროტესტმა იფეთქა და ქუჩებში პენსიონერების და სტუდენტების დიდი ტალღა გამოვიდა, სამართალდამცველებთან შეხლა-შემოხლისას კი სულ მცირე 25 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ერთი პოლიციელი, ხოლო 100-ზე მეტმა დემონსტრანტმა დაზიანებები მიიღო.
როგორც BBC იუწყება, ნაციონალურ ტელევიზიაში გამოსვლისას, ორტეგამ ხელახლა მოუწოდა კერძო სექტორს, ჩაერთოს მოლაპარაკებებში, მაგრამ ბიზნესის ლიდერებმა განაცხადეს, რომ ისინი მთავრობასთან მხოლოდ მას შემეგ ითანამშრომლებენ, რაც ის „პროტესტანტების მიმართ რეპრესიებს“ შეწყვეტს.

(ნიკარაგუას პრეზიდენტმა, დანიელ ორტეგამ 2016 წელს არჩევნები მოიგო თავის მეუღლესთან, როსალიო მურილოსთან ერთად, რომელიც ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტი გახდა).
მას შემდეგ რაც 2007 წელს ორტეგა, „სანდინისტას“ ამბოხებულთა ჯგუფის ლიდერი, ხელისუფლების სათავეში მოვიდა, ახლანდელი სისხლიანი არეულობები მისთვის ყველაზე დიდი გამოწვევაა.
„წინა, 2018 წლის 16 აპრილის გადაწყვეტილება, რომელიც იყო გადაწყვეტილება, რამაც მთელი ეს მდგომარეობა შექმნა - შეჩერებულია, გაუქმებულია, გვერდზეა გადადებული“, განაცხადა ორტეგამ.
სოციალური უსაფრთხოების კანონმა, რომელიც ოთხშაბათს იქნა მოწონებული, ზრდიდა საპენსიო თანხებში მუშათა და დასაქმებულთა შენატანებს და 5%-ით ამცირებდა სარგებლებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.