გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალარის საჯარო სკოლის სპორტულ დარბაზში, კიკბოქსში საერთაშორისო ღია პირველობა გაიმართა.
ღია პირველობას, რომელიც 20, 21 და 22 აპრილს მიმდინარეობდა, საქართველოში ტაილანდური კრივისა და კიკბოქსინგის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი გოჩა ჯავახია, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი რამაზ ბუდაღაშვილი და თვითმმართველობის სხვა ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

„ღია პირველობა კიკბოქსში მოქმედი ფედერაციის „ფილას“ მიერ დამტკიცებული წესების დაცვით გაიმართა, სადაც ქართველების გარდა, აზერბაიჯანიდან და ირანიდან ჩამოსული სპორტსმენები მონაწილეობდნენ. გამარჯვებულთა ნაწილი გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერმა, რამაზ ბუდაღაშვილმა დააჯილდოვა.

აღნიშნული ღია პირველობა დღეიდან კიკბოქსინგის ფედერაციის გეგმა-კალენდარში ჩაჯდა, რაც იმის ნიშანია, რომ მომავალი წლიდან ტურნირში გაცილებით მეტი ქართველი და უცხოელი სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას.
ტურნირის ჩატარების მიზანი იყო, გამოვლენილიყვნენ როგორც ადგილობრივი, ისე სხვა რეგიონიდან და მეზობელი ქვეყნებიდან ჩამოსული პერსპექტიული სპორტსმენები. შეჯიბრი გარდაბნის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ სპორტული ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა", აღნიშნულია გარდაბნის მერიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.