პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაში მიიღებს მონაწილეობას
23-04-2018, 10:59

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სტრასბურგში, 23-27 აპრილს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესია გაიმართება. საპარლამენტო ასამბლეას, საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, თამარ ჩუგოშვილის ხელმძღვანელობით დაესწრება.

 

 

„26 აპრილს გაიმართება „პანელური დისკუსია გენდერული თანასწორობის შესახებ“. დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი თამარ ჩუგოშვილი, დანიის დელეგაციის ხელმძღვანელი მაიკლ იენსენი, შვედეთის დელეგაციის წევრი, იონას გუნარსონი და ასამბლეის თანასწორობის კომიტეტის თავმჯდომარე, სერბი დეპუტატი ელვირა კოვაჩი. ღონისძიებაზე, ასევე, დაგეგმილია ჟურნალ „პარლამენტის“ ახალი ნომრის პრეზენტაცია.

 

 

სასესიო კვირეულის ფარგლებში, 23 აპრილს, გაიმართება საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა, საზეიმო მიღება, სადაც დამთვალიერებელს შესაძლებლობა ექნება გაეცნოს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის განვითარების ასწლოვან ისტორიას. ღონისძიებას გახსნის საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი მიქელე ნიკოლეტი.

 

 

საპარლამენტო ასამბლეის სესიის განმავლობაში პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია ევროპელ კოლეგებთან და პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებთან ორმხრივ შეხვედრებს გამართავს, რომელზეც დეპუტატები საქართველოში მიმდინარე პროცესებსა და ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებზე იმსჯელებენ.

 

 

აპრილის სესიაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს პარლამეტის დელეგაციის წევრები: თამარ ჩუგოშვილი, ეკა ბესელია, ნინო გოგუაძე, დიმიტრი ცქიტიშვილი, გიორგი კანდელაკი", ნათქვამია პარლამენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი