დაბა მესტიაში, ახალგაზრდულ კლუბ „ბეთქილის“ ტერიტორიაზე, პროფესიული განათლების ფესტივალი გაიმართა.
„ღონისძიებაზე პროფესიულმა კოლეჯმა „თეთნულდმა“ წარმოადგინა ის სასწავლო შესაძლებლობები, რომლის დაუფლებაც აღნიშნული კოლეჯის ბაზაზე არის შესაძლებელი.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ე.წ. დუალური სისტემას (სწავლა და მუშაობა), რომლის გავლის შემდეგაც, კურსდამთავრებულებს შეუძლიათ გაიარონ 3- თვიანი სტაჟირება გერმანიაში, ან საქართველოს რომელიმე რეგიონში.
ასევე, ჩატარდა პრეზენტაცია პროფესიებზე, რომელსაც კოლეჯი სთავაზობს და პრეზენტაცია თემაზე: ”როგორ გამოადგება კოლეჯი შენს მომავალს”.
კოლეჯ თეთნულდის მიერ წარმოდგენილი შესაძლებლობები განსაკუთრებით საინტერესო და აქტუალურია მათთვის, ვისაც აქვს ბიზნესი: საოჯახო სასტუმროების მფლობელებისთვის, რესტორნების მფლობელებისთვის, გიდებისთვის, მძღოლებისთვის და მომსახურების სფეროში დასაქმებული სხვა ადამიანებისთვის", აღნიშნულია მესტიის მერიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.