საქართველოს თავდაცვის მინისტრი ქართული-რუსული ურთიერთობების შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.
მარია ზახაროვას განცხადებაზე, რომ ორ ქვეყანას შორის პოზიტიურ პროცესებს „ტატუნაშვილის საქმე“ ვერ შეუშლის ხელს, ლევან იზორიამ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოსახლეობის მიმართ ჩადენილ უკანონო ქმედებებზე სწორედ რუსეთს ეკისრება პასუხისმგებლობა.
„ოკუპირებულ ტერიტორიებზე კონტროლს სწორედ რუსეთი ახორციელებს, ამიტომ, ყველა ქმედებაზე, რომელიც დაკავშირებულია უკანონობასთან ჩვენი მოსახლეობის მიმართ, არის სწორედ რუსეთი პასუხისმგებელი.
შესაბამისად, ჩვენ ამ კომუნიკაციაში, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიან ურთიერთობაზეა ორინეტირებული, თუმცა, ამასთან ერთად, საერთაშორისოდ აღიარებული ნორმების და განსაკუთრებით ჩვენი მოქალაქეების უფლებების დაცვასთან დაკავშირებული, იქნება ჩვენი ხელისუფლება ურყევი, პრინციპული და შეუპოვარი", განაცხადა ლევან იზორიამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.