„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი, სააკაშვილის ხელისუფლების საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძე რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალური წარმომადგენლის, მარია ზახაროვას განცხადებას - რომ რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობები თანდათანობით უმჯობესდება და „ტატუნაშვილის საქმე“ ხელს ვერ შეუშლის ამ პოზიტიურ პროცესს - ეხმაურება და „რუსთავი 2“-თან საუბრისას აცხადებს, რომ ზახაროვას „ოპტიმიზმის საფუძველს“ საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებული პოლიტიკა აძლევს.
„ოპტიმიზმის საფუძველს აძლევს პირველ რიგში ჩვენი ხელისუფლების პოლიტიკა, რომელიც არამც თუ რიტორიკას არ ამკაცრებს რუსეთთან ურთიერთობაში, არამედ დიპლომატის გაძევებაზეც კი ბოდიშებს იხდის უკანა კარებიდან. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენი ხელისუფლება, მიუხედავად ქართული საზოგადოების და საერთაშორისო თანამეგობრობის განწყობისა, ოკუპანტთან ფარულად მაინც თანამშრომლობს. სანაცვლოდ ვიღებთ იმას, რომ „ტატუნაშვილის საქმეზეზე“ არამც თუ გამოძიება არ მიმდინარეობს, არამედ სპეკულირებს რუსეთის ხელისუფლება. პატრიოტი ადამიანი მოგვიკლეს, მოგვიკლეს იმიტომ, რომ ოკუპირებული აქვთ საქართველოს ტერიტორიები, შემდეგ ცხედარი გაიტაცეს, ამ ცხედრით ივაჭრეს და სცადეს, მაგალითად, რომ ჟენევის მოლაპარაკებებში დათმობებზე წასულიყო ჩვენი ხელისუფლება. ეს არის რუსეთის პოლიტიკა“, განაცხადა ნინო კალანდაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.