პარიზის ტერორისტული თავდასხმების ერთადერთი გადარჩენილი ეჭვმიტანილის, სალაჰ აბდესლამის მიმართ ბელგიურმა სასამართლომ განაჩენი გამოიტანა
23-04-2018, 12:46

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ბელგიურმა სასამართლომ 2015 წლის პარიზის ტერორისტული თავდასხმების ერთადერთი გადარჩენილი ეჭვმიტანილის, სალაჰ აბდესლამის მიმართ განაჩენი გამოიტანა.

 


BBC-ის ცნობით, აბდესლამი ტეორიზმთან დაკავშირებულ მკვლელობის მცდელობაში იქნა ბრალდებული.

 


მან 2016 წელს ბრიუსელის ერთ-ერთ რაიონში პოლიციელებს, რომლებიც ბინაში რეიდს ახორციელებდნენ, ცეცხლი გაუხსნა. იგი ოთხი თვის განმავლობაში იმალებოდა.

 


აბდესლამი, რომელიც საფრანგეთის ციხეშია, ასევე ელოდება სასამართლო პროცესს საფრანგეთში, რაც პარიზის თავდასხმებს უკავშირდება.

 

 

მან ბრიუსელში მოსამართლის კითხვებზე პასუხის გაცემაზე უარი განაცხადა და საბოლოოდ, პროცესზე დასწრებაც არ ისურვა.

 


ორშაბათს, მისი განაჩენის გამოცხადებისას, აბდესლამი სასამართლო სხდომას არ ესწრებოდა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი