ვისაც ეწყინაო, ცივი წყალი დალიოსო - ნათქვამია და ჯერ არ ცხელა ისე, რომ ცივი წყალი დავლიო, აღნიშნული განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით ჭიჭინაძემ უმრავლესობის ლიდერთან, არჩილ თალაკვაძესთან გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
როგორც ჭიჭინაძემ აღნიშნა, მასსა და უმრავლესობის ლიდერს შორის შეკითხვები ამოწურულია და შესაბამისად, დაპირისპირება, რომელიც არსებობდა უკვე განვლილი ეტაპია.
„ჩვენ გავიარეთ ეს, ასე ვთქვათ, ისტორიას ჩავაბარეთ და უკან მიბრუნება არ ღირს. დანარჩენი ქრონოლოგიურად რა როგორ ხდებოდა, ეს თქვენ უფრო შეგიძლიათ, რადგან ყველას გაქვთ არქივში. ნუ ეძებთ სხვა დინებებს, რაც იყო, ყველაფერი ზემოთ დევს.... პასუხები მიცემული მაქვს", განუცხადა ჭიჭინაძემ „რუსთავი 2"-ს და დასძინა: „ცალ-ცალკე ვერ გავაკეთებთ კომენტარებს. თუ არჩილს ექნება სურვილი ჩვენი შეთანხმების დარღვევის, შევთანხმდებით - ერთად დავარღვევთ, ერთად მოგცემთ კომენტარს".
დეპუტატი აცხადებს, რომ არ შეუცვლია შეხედულებები და თუ იქნება ისევ მიუღებელი პირობები, იგი სათანადო შეფასებებს გააკეთებს.
„მე არ ვიძახი, რომ შევიცვალე პოზიცია. მე ყოველთვის ვცემდი პასუხს. თუ არ არის დასმული ისეთი კითხვები და ისეთი პრინციპები, რომლებიც ჩემთის მიუღებელია, კომენტარი რაზე ვაკეთო. აქამდე ვცხოვრობდით უკომენტაროდ და გავაგრძელებთ. მაგრამ თუ იქნება მიუღებელი პირობები, არასოდეს არ მოვრიდებივარ და არც ამჯერად არ მოვერიდები რომ გავაკეთო შესაბამისი შეფასება.... ნაწყენობა როგორ შეიძლება?! ვისაც ეწყინაო, ცივი წყალი დალიოსო - ნათქვამია და ჯერ არ ცხელა ისე, რომ ცივი წყალი დავლიო", განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.