ადიგენის მუნიციპალიტეტში ხელისუფლების წარმომადგენლებმა საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები მოინახულეს
23-04-2018, 16:26

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორმა, კახა სამხარაძემ და ადიგენი-ახალციხის მაჟორიტარმა დეპუტატმა, გიორგი კოპაძემ და ადიგენის მერმა, ზაქარია ენდელაძემ ადიგენის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები მოინახულეს.

 

 

მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება გრძელდება - ადიგენის მერიის პრესსამსახურის ცნობით, ამ დროისთვის აქტიურად მიმდინარეობს სოფლების, იმერთუბნისა და იჯარეთის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის 2 კილომეტრამდე მონაკვეთის აღდგენა.

 


სამუშაოები რეგიონებში განსახორციებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 759 089 ლარით ფინანსდება.

 

 

 


მერიის პრესსამსახურის ცნობითვე, საგზაო ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს ასევე ლელოვანი-ამხერის გზის 3-კილომეტრიან მონაკვეთზეც, სადაც მოეწყობა რკინა-ბეტონის სანიაღვრე არხები, მილხიდები, გაბიონები და დაიგება ასფალტის საფარი.

 

 

სამუშაოებისათვის რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 1 146 542 ლარია გამოყოფილი.

 

 

 

 

„აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ სოფლებში ასფალტის საფარი პირველად იგება, ადგილობრივებს წლების განმავლობაში ამორტიზებული გრუნტის გზით სარგებლობა უწევდათ. საგზაო სამუშაოების დასრულების შემდეგ კი, მათი ადმინისტრაციულ ცენტრთან დაკავშირება უსაფრთხო და კომფორტული გახდება", აცხადებენ ადიგენის მერიაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი