მრავალათასიანი საპროტესტო გამოსვლების შემდეგ სომხეთის პრემიერ მინისტრი სერჟ სარგსიანი თანამდებობიდან გადადგა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
„მოგმართავთ თქვენ ბოლოჯერ სახელმწიფოს მეთაურის რანგში. ნიკოლ პაშინიანი მართალი იყო. მე შევცდი. შექმნილ მდგომარეობაში ... არსებობს რამდენიმე გადაწყვეტილება, მაგრამ მათგან მე არც ერთზე არ წავალ. ეს არაა ჩემი გზა. მე ვტოვებ ჩვენი ქვეყნის ხელმძღვანელის პოსტს“, ნათქვამია სარგსიანის განცხადებაში.
ყოფილი პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი სომხეთის პარლამენტმა ქვეყნის პრემიერ მინისტრად 17 აპრილს დაამტკიცა.
ერევანში, სარგსიანის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციები რამდენიმე დღეა იმართება. სომხეთში მიმდინარე მასობრივი საპროტესტო გამოსვლების გამო, ერევნის ქუჩებში პოლიციის დიდი ძალაა მობილიზებული და დემონსტრანტებსა და სამართალდამცველებს შორის შეხლა-შემოხლის შემდეგ არაერთი პროტესტანტი დააკავეს.
2008 წელს, როცა სარგსიანი პირველად იქნა არჩეული პრეზიდენტად, მას არჩევნების გაყალბებაში დასდეს ბრალი და მის წინააღმდეგ მასობრივი საპროტესტო გამოსვლები გაიმართა, სამთავრობო ძალებთან შეხლა-შემოხლისას კი სულ მცირე 8 ადამიანი დაიღუპა.
სარგსიანის მხარდამჭერები ამტკიცებენ, რომ 1980-იანი წლების ბოლოს მთიანი ყარაბაღის აზერბაიჯანთან ომის მტკიცე ვეტერანმა სომხეთი ეროვნული უსაფრთხოებით უზრუნველყო, მაგრამ ვერ შეძლო აზერბაიჯანთან და თურქეთთან მუდმივი დაძაბულობის განელება. სარგსიანის კრიტიკოსები კი მის მმართველობას საყოველთაო სიღარიბეს და რუსეთზე მეტისმეტ დამოკიდებულებას უკავშირებენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.