ნიუ-იორკში მდებარე ორგანიზაცია „Media Development Investment Fund" გეგმავს, უფასო ინტერნეტი დედამიწის ყველა მცხოვრებს მიაწოდოს. პროექტი სახელწოდებით „Outernet" 2015 წელს განხორციელდება. ორგანიზაცია გეგმავს, ორბიტაში ათასობით სატელიტი გაუშვას. პროექტი უზრუნველყოფს ინტერნეტის შეუზღუდავ მიწოდებას იმ ქვეყნებისთვისაც კი, სადაც ქსელზე ცენზურა მოქმედებს, მათ შორის ჩრდილოეთ კორეაში. „Media Development Investment Fund" მონაცემებს ფართო რადიო-ტალღებით გაგზავნის. კომპანიაში იმედოვნებენ, რომ პროექტის განსახორციელებლად შემოწირულობის სახით, რამდენიმე მილიონი დოლარის შეგროვებას შეძლებენ.
მიუხედავად იმისა, რომ „Wi-FI" ფართოდ არის გავრცელებული, ბევრი ქვეყანა ვერ ახერხებს, ან არ სურს ადამიანები საჭირო ინფრასტრუქტურით უზრუნველყოს. ტელეკომების ოპერატორები ყველა ხერხით ცდილობენ, პროექტი დახურონ, თუმცა "„Outernet"-ის პროექტის ხელმძღვანელი საი კარიმი ჟურნალისტებთან საუბარში აცხადებს, რომ დანებებას არ აპირებენ. თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით მოხდება, ორგანიზაცია მიზნად ისახავს, სთხოვოს „NASA"-ს ნებართვა, რომ ტექნოლოგიის ტესტირება საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ჩატარდეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.