პრინც უილიამს და მის მეუღლეს, კემბრიჯის ჰერცოგინიას, ქეით მიდლტონს მესამე შვილი - ვაჟი შეეძინათ.
კენსინგტონის სასახლის მიერ „თვითერზე“ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ მშობიარობამ უსაფრთხოდ ჩაიარა, ბავშვი 3კგ-სა და 83 გრამს იწონის და დედა-შვილი თავს კარგად გრძნობს.
კემბრიჯის ჰერცოგი მშობიარობის პროცესს ესწრებოდა.
დედოფალ ელისაბედს, პრინც ფილიპს, პრინც ჩარლზს, პრინც ჰარის მომხდარი ამბავი შეატყობინეს და ისინი „სიხარულით“ შეხვდნენ ბავშვის დაბადებას.
ჯერჯერობით ბავშვის სახელი არ გავრცელებულა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.