დედამიწის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიისა და ა(ა)იპ „დუშეთის კეთილმოწყობისა და დასუფთავების სამსახურის’’ ორგანიზებით, ქვეშეთის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ნადიბაანში დასუფთავების აქცია გაიმართა.
აქცია ორგანიზებული იყო კამპანიის „დავასუფთავოთ საქართველოს’’ ფარგლებში, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმი (,,საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველო, საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“ და „ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მართვა“) ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელების მხარდაჭერით 2010 წლიდან ქვეყნის მასშტაბით ახორციიელებს.
სოფელ ნადიბაანში გამართულ დასუფთავების აქციაში მერიისა და ა(ა)იპ „დუშეთის კეთილმოწყობისა და დასუფთავების სამსახურის’’ თანამშრომლებთან ერთად, მონაწილეობა დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ, თამაზ უნდილაშვილმაც მიიღო.
ინფორმაციას დუშეთის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.