შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამხარეო მთავარი სამმართველოების ავტოპარკის განახლება დაიწყო. პირველ ეტაპზე სამინისტრომ 24 ერთეული ახალი ავტომანქანა „ტოიოტა ჰაილუქსი“ რეგიონებში მომსახურე პირად შემადგენლობას გადასცა.
ახალი ავტომანქანები სამხარეო მთავარი სამმართველოების თანამშრომლებს შს მინისტრის მოადგილე დავით ხუციშვილმა გადასცა. ახალი ავტომანქანები რთული რელიეფის მქონე ადგილებში, განსაკუთრებით მაღალმთიან რეგიონებში, პოლიციელებს გადაადგილებას გაუადვილებს და მათ მუშაობას უფრო ეფექტიანს გახდის.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.