შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი ჯორჯ ეიჩ დაბლიუ ბუში მისი მეუღლის, ბარბარას დასაფლავებიდან მეორე დღეს საავადმყოფოში მოათავსეს.
აშშ-ის მედიის ცნობით, მას ინტენსიური მკურნალობა უტარდება. ოჯახის წარმომადგენელმა გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ მას ინფექცია შეეყარა, რაც მის სისხლში გავრცელდა, მაგრამ „პასუხობს მკურნალობას და ჩანს, რომ გამოკეთების გზაზეა“.
93 წლის ყოფილი პრეზიდენტი ჰიუსტონის საავადმყოფოში კვირა დილას გადაიყვანეს.
ჯორჯ ეიჩ დაბლიუ ბუში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი 1989-1993 წლებში ერთი ვადით მსახურობდა და იგი პოსტზე „დემოკრატმა“ ბილ კლინტონმა შეცვალა, ხოლო მის მიერ ორი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ ამერიკის ლიდერი ბუშის ვაჟი, ჯორჯ დაბლიუ ბუში გახდა.
ბარბარა ბუში, ერთადერთი ქალბატონი ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში, რომელიც მისი ქმრის და მისი შვილის პრეზიდენტად არჩევის და მათ მიერ ფიცის დადების მომსწრე გახდა, გასულ სამშაბათს გარდაიცვალა. აშშ-ის ყოფილი პირველი ლედი შაბათს დაკრძალეს.
წყვილი 73-წლიან ქორწინებაში იმყოფებოდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.