ავტობუსის ხიდიდან გადავარდნის შედეგად 32 ჩინელი ტურისტის და 4 ჩრდილოკორეელის დაღუპვის გამო კიმ ჩენ ინმა „უკიდურესად ღრმა მწუხარება“ გამოხატა
24-04-2018, 13:44

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა „უკიდურესად ღრმა მწუხარება“ გამოხატა ავტობუსის ინციდენტის გამო, რის შედეგადაც 32 ჩინელი ტურისტი და 4 ჩრდილოკორეელი გარდაიცვალა.

 


ინციდენტი კვირას, ღამით, ჩრდილოეთ კორეის ჰვანგჰაეს პროვინციაში მოხდა. ტურისტული ავტობუსი ხიდიდან გადავარდა.

 

 

როგორც BBC იუწყება, იშვიათი შემთხვევაა, როცა ჩრდილოეთ კორეის მკაცრად კონტროლირებადი მედია ნეგატიურ ახალ ამბავს ავრცელებს, და კიდევ უფრო უჩვეულოა კიმის მხრიდან თავად ინციდენტის აღიარება.

 


„კიმმა განაცხადა, რომ მოულოდნელმა ინციდენტმა მას გული ძლიერ დაუმძიმა და უდიდესი სევდა მოჰგვარა“, იტყობინება ოფიციალური სააგენტო KCNA.

 


ჩრდილოკორეულმა მედიამ კიმ ჩენ ინის საავადმყოფოში ვიზიტის ამსახველი ფოტო გაავრცელა, სადაც ქვეყნის უზენაესი ლიდერი ტრავმამიღებულ მგზავრებს ესაუბრება.

 

 

 


კიმი ასევე ფხენიანში ჩინეთის საელჩოს ესტუმრა და ჩრდილოეთ კორეაში ჩინეთის ელჩს, ლი ძინძუნს შეხვდა და „თავისი ღრმა და გულწრფელი სამძიმარი და თანაგრძნობა გამოხატა“.

 


კომუნისტური ჩინეთი და ჩრდილოეთ კორეა დიდი ხნის პოლიტიკური მოკავშირეები და უდიდესი სავაჭრო პარტნიორები არიან. როგორც BBC წერს, კიმის საავადმყოფოში ტრავმირებულ მგზავრებთან მოსანახულებლად დაუყოვნებლივ მისვლა, უფრო ჩინეთის მოსახლეობაში მისი იმიჯის დაცვას შეიძლება ემსახურებოდეს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი