ნატოს კვირეულის ფარგლებში, სსიპ გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმსა და ქუთაისის III ქვეით ბრიგადაში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი მოსწავლეებისთვის ღონისძიება „ერთი დღე ჯარში“ გაიმართა.
თავდაცვის სამინისტროს ცნობით, კადეტთა სამხედრო ლიცეუმში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებმა ლიცეუმის, ნატო-საქართველოს ურთიერთობების, საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში საქართველოს მონაწილეობის შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაციები მიიღეს. მოსწავლეებს ლექციები კაპიტანმა შალვა მეგრელიშვილმა და კადეტებმა სალომე დავითულიანმა და დაჩი ბოგვერაძემ წაუკითხეს.
შეხვედრა ლიცეუმში სასწავლო და სიმულაციური ცენტრების, სპორტდარბაზის დათვალიერებით გაგრძელდა.
ღონისძიების დასასრულს მუხრანის ტყის ტერიტორიაზე ორიენტირებით სირბილში შეჯიბრი გაიმართა. შესაბამისი ინსტრუქტაჟის ჩატარების შემდებ, ბავშვებს საწყისი წერტილიდან ფინიშამდე მუხრანის ტყეში განლაგებული საკონტროლო პუნქტები კომპასისა და რუკის საშუალებით უნდა მოეძებნათ.
ნატოს კვირეული საქართველოში მე-11 ტარდება. ღონისძიება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და სსიპ "ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის" ორგანიზებით გაიმართა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.