ნათია მეზვრიშვილი: როცა საქმე ეხება მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულს, მართლმსაჯულების სისტემა უნდა იყოს ერთიანი და ამას იზიარებდეს პრეზიდენტის ინსტიტუტიც
24-04-2018, 15:20

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შეწყალების საკითხზე საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ეხმაურება.

 

 

ნათია მეზვრიშვილი აცხადებს, რომ ნებისმიერ უწყებას შეუძლია სტატისტიკის შესახებ მოითხოვოს ინფორმაცია შსს-დან და მიიღოს.

 

 

„საუბარი იმაზე იყო, რომ როცა საქმე ეხება მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულს, მართლმსაჯულების სისტემა ერთიანი უნდა იყოს და ამ ერთიანობას უნდა იზიარებდეს პრეზიდენტის ინსტიტუტიც ისევე, როგორც სასამართლო და პროკურატურა. ფაქტზე სამინისტრომ დროული და შესაბამისი რეაგირება მოახდინა. მსხვერპლისგან როგორი შეტყობინებაც მივიღეთ, შესაბამისი რეაგირება იყო. შეტყობინება მხოლოდ შემაკავებელი ორდენის საფუძველს იძლეოდა და პოლიციამ შემაკავებელი ორდენი ყოველგვარი დაყოვნების გარეშე გამოსცა. შეტყობინებაში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები რომ ყოფილიყო, ამას წინ ვერაფერი დაუდგებოდა. არანაირი მოტივაცია არ არსებობს იმის, რომ შსს-მ დანაშაული დამალოს. სტატისტიკას ვაქვეყნებთ. გაზრდილია გამოძიების დაწყების მაჩვენებელი ისევე, როგორც შემაკავებელი ორდენის გამოცემის მაჩვენებელი. სამ თვეში ოჯახში ძალადობის ბრალდებით 800-ზე მეტი პირია დაკავებული და თუ ვინმე მეტყვის, რა შეიძლებოდა ყოფილიყო მოტივაცია იმის უკან, რომ შს სამინისტროს სათანადო რეაგირება არ მოეხდინა, მზად ვარ, ამ კითხვებს პასუხი გავცე, მაგრამ ამ შემთხვევაში რეაგირება დროული იყო. შემაკავებელი ორდენი მოკლულის დედის მიმართ გამოიცა და არა მოკლულის მიმართ. სამწუხაროდ, ის მოხდა, რაც მოხდა.... ნებისმიერი უწყება, რომელიც მოგვმართავს, სტატისტიკას მივაწოდებთ. კრიმინოგენურ ვითარებაზე ვისაც სტატისტიკა აინტერესებს, შეუძლია, შსს-ს მომართოს და ინფორმაცია მიიღოს. შეწყალების, ამნისტიის და ა.შ. პროცესებზე ინიციატივებს ჩვენით ვერ გამოვიჩენთ და წინასწარ ვერ გავთვლით, ვინ რა პროცედურებს აწარმოებს, კონკრეტული პირების შეწყალებასთან დაკავშირებით”, განუცხადა ჟურნალისტებს ნათია მეზვრიშვილმა.

 

 

საქართველოს პრეზიდენტი აცხადებს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს შეწყალებასთნ დაკავშირებით სტატისტიკა ჰქონდა და მას ინფორმაცია არ მიაწოდა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი