ირმა ინაშვილი: პარლამენტმა ჩვენს დელეგაციას ოფიციალური დელეგაციის სტატუსი უნდა მისცეს, რომ ოფიციალური დელეგაცია ჩადიოდეს რუსეთის დუმაში და მართავდეს შეხვედრებს
24-04-2018, 15:29

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„საქართველოს პარლამენტმა ჩვენს დელეგაციას ოფიციალური დელეგაციის სტატუსი უნდა მისცეს, რომ ოფიციალური დელეგაცია ჩადიოდეს რუსეთის დუმაში და მართავდეს შეხვედრებს“, აღნიშნული განცხადება „პატრიოტთა ალიანსის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ირმა ინაშვილმა გააკეთა.

 

 

როგორც მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას ინაშვილმა აღნიშნა, „პატრიოტთა ალიანსის" ამოცანა ახალი ტერიტორიების დაკარგვისგან ქვეყნის დაცვაა.

 


„პოლიტიკური სპექტრი პოლიტიკურ სექტად ჩამოყალიბდა, სადაც საუბარი იმაზე, რომ რუსეთთან დიალოგი უნდა დაიწყოს, ქვეყნის მტრობად, რუსეთის აგენტობად არის აღქმული.

 

 

ამ აბსურდული ლოგიკით, ყველაზე დიდი აგენტი არის ნატოს გენერალური მდივანი, რომელმაც ორი დღის წინ განაცხადა, რომ ნატო რუსეთის იზოლაციას არ აპირებს, ნატო აპირებს რუსეთთან დიალოგის გაგრძელებას. ჩვენი მთავარი ამოცანაა, ჩვენი ქვეყანა დავიცვათ ახალი პრობლემებისგან, ახალი ტერიტორიების დაკარგვისგან. ის, რომ მოხდეს ურთიერთგარკვევა, ურთიერთობების დარეგულირება, ამ ნაწილში ჩვენ ნაბიჯების გადადგმა შეგვიძლია", განაცხადა ირმა ინაშვილმა.

 

 

როგორც ცნობილია, „პატრიოტთა ალიანსი" უახლოეს პერიოდში მოსკოვში მორიგ ვიზიტს გეგმავს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი