ჩეჩნეთის ლიდერმა, რამზან კადიროვმა განაცხადა, რომ უკვე დიდი ხანია, რაც დონალდ ტრამპის, ანგელა მერკელის და სხვა დასავლელი ოფიციალური პირების მიმართ საპასუხო სანქციები დააწესა.
„თუკი ისინი ჩამოვლენ რესპუბლიკაში, ჩვენ დაუყოვნებლივ დავაკავებთ მათ და ჩავსვამთ. თუკი აქ მათი ანგარიშები გაჩნდება, ჩვენ მათ ეგრევე დავბლოკავთ“, განაცხადა მან ტელეკომოანია „Россия 24“-ის ეთერში, როგორც ამას „რია ნოვოსტი“ იტყობინება.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 2017 წლის დეკემბერში „მაგნიტსკის სიაში“ დამატებით კიდევ ხუთი რუსი, მათ შორის ჩეჩნეთის ლიდერი შეიყვანა. კადიროვი სიაში „ადამიანის უფლებების დარღვევის“ ნიშნით იქნა შეყვანილი. მარტის ბოლოს ამავე მიზეზით ქვეყანაში შესვლა კადიროვს და კიდევ სხვა 49 პირს ასევე ესტონეთმა აუკრძალა.
შეერთებულმა შტატებმა „მაგნიტსკის სია“ 2012 წელს მიიღო და ამ კანონით ფინანსური და სავიზო სანქციები უწესდებათ რუსებს, რომელთაც ადამიანის უფლებების დარღვევაში ედებათ ბრალი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.