ზემო სვანეთში მთებს მართლაც განსაკუთრებული ხიბლი აქვს, იზიდავს უამრავ მნახველს, მაგრამ ჩვენი ქვეყანა მხოლოდ მაშინ იქნება წელგამართული, როცა მთაში მცხოვრებ ჩვენს ხალხს ცხოვრებისა და განვითარების ყველა პირობა ექნება, განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ზუგდიდში „ქართული ოცნების“ რეგიონულ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას და დაამატა, რომ სწორედ ამიტომ, სამეგრელო-ზემო სვანეთის 158 მაღალმთიანი სოფელი უკვე სარგებლობს სპეციალური სახელმწიფო შეღავათებით, რაც მნიშვნელოვანი დახმარებაა მაღალ მთაში მცხოვრები ადამიანებისთვის.
„ეს შეღავათები განაპირობა მთის კანონის მიღებამ, რამაც ახალი ჟანგბადი და ახალი სუნთქვის საშუალება მისცა მთიან რეგიონში მცხოვრებ ადამიანებს - ექიმებს, მასწავლებლებს, პენსიონრებს, იქ მოღვაწე საქმიანი წრეების წარმომადგენლებს და დამერწმუნეთ, ეს ნაბიჯი იყო უმნიშვნელოვანესი, რათა მთაში არა მხოლოდ დავამაგროთ იქ მყოფი მოსახლეობა, არამედ ბარში ჩამოსული ადამიანები დავუბრუნოთ მთას“, განაცხადა პრემიერმა.
კვირიკაშვილი მესტიის მუნციპალიტეტში საბაგიროების მშენებლობასაც შეეხო და თქვა, რომ გასულ წელს განხორციელდა მესტია-ჰაწვალის საბაგიროს 17-მილიონიანი პროექტი და ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაოები ჩატარდა თეთნულდის სამთო-სათხილამურო კურორტის პოტენციალის მთლიანად ასათვისებლად.
„ჩვენ ვაგრძელებთ საბაგიროების მშენებლობას სვანეთში. მხოლოდ მესტია-ჰაწვალის საბაგიროს პროექტი, რომელიც გასულ წელს განხორციელდა, 17 მილიონი ლარის ღირებულებისაა. მან დააკავშირა მესტიის ცენტრი ჰაწვალის საბაგიროსთან, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო დამატებით ტურისტების მოზიდვისთვის და ადგილობრივად ახალი სამუშაო ადგილების შექმნისთვის. იცით, რომ 5 სოფელში დავამონტაჟეთ მინი-საბაგიროები, რომლებიც ძალიან მიმზიდველი გახდა ადგილობრივი ბავშვებისთვის, ახალგაზრდა თაობისთვის და იქ უკვე შეჯიბრებებიც კი ეწყობა. მოგეხსენებათ, ჩვენ ინფრასტრუქტურას ვაშენებთ პირველ რიგში ჩვენი მოქალაქეებისთვის. ჩვენი ბავშვები მასობრივად უნდა ჩავრთოთ სპორტულ აქტივობებში და ეს არის სწორედ მინი-საბაგიროების დამონტაჟების მთავარი მიზანი.
„ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაოები ჩავატარეთ თეთნულდის სამთო-სათხილამურო კურორტის პოტენციალის მთლიანად ასათვისებლად, რაშიც საერთო ჯამში 100 მილიონ ლარზე მეტი იხარჯება. თეთნულდი ოთხივე სეზონის განმავლობაში უმასპინძლებს ტურისტებს“, განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.