ჩეჩნეთის მეთაური რამზან კადიროვი დარწმუნებულია, რომ დასავლელი პოლიტიკოსები არ დაუშვებენ მესამე მსოფლიო ომის დაწყებას, ხოლო ამ საკითხზე ყველა მსგავსი საუბარი „პოლიტიკურ თამაშებს“ და „ქულების დაწერას“ წარმოადგენს.
„თუკი ახალ ამბებს მოისმენ, ანდა შეხვალ ინტერნეტში, შეიძლება იფიქრო, რომ ხვალ მესამე მსოფლიო ომი იქნება... თუკი ოდნავ მაინც აქვთ ჭკუა, სიბრძნე ან შორსმჭვრეტელობა ტრამპს და სხვებს, ისინი ამას არ დაუშვებენ, რადგანაც ეს დიდი პასუხისმგებლობაა. მათ ამის ასი პროცენტით გადაწყვეტისთვის პირადი ვაჟკაცობაც კი არ ეყოფათ“, განაცხადა კადიროვმა, რომლის სიტყვების ციტირებაც „რია ნოვოსტის“ მოჰყავს.
მისი თქმით, დასავლეთმა იცის, რომ რუსეთი - ეს დიდი სახელმწიფოა.
„ეს არ არის სირია, ეს არ არის ლიბია. რუსეთს მდიდარი ისტორია აქვს. ჩვენ გუშინ არ დავბადებულვართ, ამიტომ ჩვენთან, როგორც სხვა სახელმწიფოებთან, მათ თამაში არ გამოუვათ. თუკი ისინი შეეხებიან ჩვენს მოქალაქეს ანდა ჩვენს ტერიტორიას, მათ იციან, რომ ამისათვის ძვირის გადახდა მოუწევთ“, განაცხადა ჩეჩნეთის ლიდერმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ მდგომარეობას პრესა და პოლიტიკოსები ძაბავენ.
„ეს უფრო პრესა, უფრო პოლიტიკოსები იწერენ ქულებს. ტელევიზიები, ანდა გაზეთები, ვებგვერდები - ესენი იზიდავენ აუდიტორიას. ეს წმინდაწყლის პოლიტიკური თამაშებია. ხალხი ცხოვრობს, ხალხი, რომელსაც უნდა ცხოვრება, დილით სამუშაოზეა, საღამოს ბრუნდება. მათ უნდათ სამუშაო, ცხოვრება“, დაამატა კადიროვმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.