სააკაშვილი: „ივანიშვილმა, ამ მტერმა ყოველგვარი ქართულის და პირადმა მტერმა საქართველოს პატრიარქის, ჩააგონა ხალხს, რომ სააკაშვილი ეკლესიებს ანგრევდა“
25-04-2018, 10:16

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა თავისი მმართველობის შესახებ გადაცემა „არჩევანის“ პირდაპირ ეთერში სომხეთში განვითარებული მოვლენების შეფასებაზე საუბრისას აღნიშნა, რომ სწორედ მან შემოიტანა 5-ჯვრიანი დროშა, საქართველოში 600 ეკლესია აღდგა და ამ ფონზე კი ბიძინა ივანიშვილმა, „ამ მტერმა ყოველგვარი ქართულის და ეროვნულობის და პირადმა მტერმა საქართველოს პატრიარქის, ჩააგონა ხალხს, რომ სააკაშვილი ეკლესიებს ანგრევდა. ბაგრატის ამშენებელი თურმე ეკლესიებს ანგრევდა და ივანიშვილი, რომელსაც ეზიზღება ეკლესია, ეკლესიას მხარს უჭერდა. ყველაფერი პირიქით გააკეთა. ზუსტად ასეთივე სიცრუეზე დგას მთლიანად მისი სისტემა“, აღნიშნა სააკაშვილმა, რომელმაც მისი მმართველობის დროინდელ „სისუსტეზე და შეცდომაზეც“ ისაუბრა.

 


„ჩემი სისუსტე იყო და შეცდომა, რომ ივანიშვილმა ჩემს დროს არ გადაიხადა 1 მილიარდი ლარის გადასახადები და იმის შემდეგ ხომ არ გადაიხადა დაახლოებით 2,5 მილიარდი. ჩვენ მივეცით ამას ამის საშუალება. პრაქტიკულად ჩვენ პირობებში მოხდა ამ მონსტრის კიდევ უფრო გაძლიერება. ოლიგარქები თუ არ ამოიძირკვა, ისე ხალხი ვერ გაიხარებს. ფეოდალიზმი 21-ე საუკუნეში ეწინააღმდეგება ადამიანის ინსტინქტებს, ესენი არიან ყველა ფეოდალები, ამიტომ სომხეთში თუ ყველა ოლიგარქი არ ამოძირკვეს, არაფერი მათ არ გამოუვათ“, განაცხადა სააკაშვილმა და დაამატა, რომ სომხეთის ოპოზიციის ლიდერმა გაიმარჯვა იმიტომ, რომ არ გაიყიდა და ასევე, საქართველოშიც გაიმარჯვებს ის ოპოზიცია, რომელიც „არ გაიყიდა ივანიშვილის ფულზე“.

 


სააკაშვილი ქვეყნის ყოფილ პრემიერ მინისტრს, ბიძინა ივანიშვილს, რუსეთის შემდეგ, საქართველოს „ყველაზე დიდ ოკუპანტს უწოდებს“.

 


„რუსეთის შემდეგ, ყველაზე დიდი ოკუპანტი საქართველოსი, ტერიტორიულად, ეს არის ბიძინა ივანიშვილი, რომელიც არის რა თქმა უნდა, ასევე რუსეთის გაგრძელება და მეორეს მხრივ სამი ბანკის მეშვეობით, რომელსაც ის აკონტროლებს, ხაზარაძის და რუხაძის მეშვეობით და „ქართუ ბანკის“ მეშვეობით, ის აკონტროლებს 10 ქართველიდან 7-ის ბიუჯეტს. ის აკონტროლებს ყოველ მეორე პენსიონერს, ის პრაქტიკულად შესულია ყველა სფეროში ბიზნესის“, აცხადებს სააკაშვილი.

 

 

„წარმოიდგინეთ, ახლა ივანიშვილმა ჩაიგდო საქართველოს ტყის ფართობების დაახლოებით მესამედი; თბილისის ცენტრის პროცენტულად 70%-ს, ყველაზე ცენტრალურ ადგილს თბილისში აკონტროლებს; ლაზიკის პორტი, „თიბისისთან“ ერთად ჩაიგდო ხელში; ბათუმში ჩაიგდო ახლა ბათუმის პორტი, ე.წ იახტკლუბი, ეს არის რეალურად ბათუმის პორტი, 1 ლარად წაიღო. რუსეთის შემდეგ, ყველაზე დიდი ოკუპანტი საქართველოსი, ტერიტორიულად, ეს არის ბიძინა ივანიშვილი, რომელიც არის რა თქმა უნდა, ასევე რუსეთის გაგრძელება და მეორეს მხრივ სამი ბანკის მეშვეობით, რომელსაც ის აკონტროლებს, ხაზარაძის და რუხაძის მეშვეობით და „ქართუ ბანკის“ მეშვეობით, ის აკონტროლებს 10 ქართველიდან 7-ის ბიუჯეტს. ის აკონტროლებს ყოველ მეორე პენსიონერს, ის პრაქტიკულად შესულია ყველა სფეროში ბიზნესის“, აცხადებს სააკაშვილი, რომელიც ივანიშვილს „ფეოდალად“ მოიხსენიებს და ამბობს, რომ იგი „ადამიანებს უყურებს, როგორც ყმებს“.

 


„მიწა, ხე, ტყე, ყველაფერი მისია და ჩვენ ვართ მისი ყმები... ჩვენ მაგალითი სომხებისგან უნდა ავიღოთ. მათ ნამდვილად აქვთ საამაყო... მათ წინააღმდეგ იყო პროპაგანდა, ისე როგორც ჩვენს მიმართაც. რა თქმა უნდა ივანიშვილი გიყვებოდათ, რომ 1 ლარი მე მიმქონდა და ბარკალი ჩემი იყო, ამასობაში მან მართლაც წაიღო მთელი საქართველოს ქონება, მართლაც ჩაიდო ჯიბეში ნახევარი საქართველო, სანამ ის გიყვებოდათ, რომ ჩვენ ბავშვებს ვჭამდით და დღესაც ამ ზღაპრებით გკვებავთ, მართლა ანადგურებს ქვეყანას“, განაცხადა სააკაშვილმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი