სომხეთის პრემიერ მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი კარენ კარაპეტიანი ქვეყანაში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების გამართვას არ გამორიცხავს, იტყობინება Sputnik Армения.
გამოცემის თანახმად, კარაპეტიანმა მიმართა სომხეთის პრეზიდენტს, არმენ სარქისიანს ორგანიზება გაუკეთოს საპარალამენტო და არასაპარლამენტო ძალების წარმოამდგენელთა შეხვედრას, სადაც შექმნილი შიდა პოლიტიკური მდგომარეობა და მისი განმუხტვის გზები, მათ შორის რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შესაძლებლობა იქნება განხილული.
სომხეთის „ხავერდოვანი რევოლუციის“ მთავარმა ოპოზიციონერმა შემოქმედმა, ნიკოლ პაშინიანმა უკვე გამოხატა სურვილი ქვეყნის პრემიერ მინისტრის პოსტი დაიკავოს.
სომხეთის ყოფილი პრეზიდენტი და პარლამენტის მიერ პრემიერ მინისტრის პოსტზე 17 აპრილს არჩეული სერჟ სარგსიანი თანამდებობიდან 23 აპრილს, 10-დღიანი მასობრივი საპროტესტო აქციების შემდეგ გადადგა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.