საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ კანადის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს უმასპინძლა. ლელა ჩიქოვანმა კანადის დელეგაციას, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, სტეფანი ბეკის ხელმძღვანელობით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისა და მზაობისთვის, რომელსაც კანადა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) იმპლემენტაციის კუთხით იჩენს, მადლობა გადაუხადა. მან სტუმრებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროში განხორციელებული რეფორმები და შეიარაღებულ ძალებში მიმდინარე ტრანსფორმაციის პროცესი გააცნო.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მხრეებმა ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ლელა ჩიქოვანის განცხადებით, საქართველოსა და კანადას შორის თავდაცვის სფეროში კავშირები უფრო და უფრო ღრმავდება. საუბარი შეეხო სამხედრო განათლების, ასევე, სამხედრო სწავლებებში მონაწილეობის თვალსაზრისით ინტენსიურ თანამშრომლობას.
საქართველოსა და კანადის თავდაცვის სამინისტროებს შორის სამხედრო თანამშრომლობის პროგრამაც მოქმედებს.
შეხვედრას კანადაში საქართველოს ელჩი კონსტანტინე ქავთარაძე, საქართველოში (რეზიდენციით ქალაქი ანკარა) კანადის ელჩი კრისტოფერ კუტერი და თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები დაესწრნენ.
კანადის საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაცია საქართველოსა და კანადას შორის გაფართოებული ფორმატის პოლიტიკური კონსულტაციების ფარგლებში ორდღიანი ვიზიტით იმყოფება.
კონსულტაციებზე საქართველო-კანადის ორმხრივ ურთიერთობებზე, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე, თავდაცვის სფეროში თანამშრომლობაზე, საქართველოსა და კანადას შორის ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების პერსპექტივებზე მსჯელობენ.
საქართველოში ვიზიტის განმავლობაში დელეგაციის წევრები შეხვედრებს სხვადასხვა სამთავრობო უწყებაში მართავენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.