თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქში საპარკინგე სისტემა მოსაწესრიგებელია. როგორც მერმა დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღნიშნა, გეგეშიძის ბაღის, რკინიგზის სადგურისა და ვარკეთილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიებზე მიწისქვეშა პარკინგის მოწყობაზე ინტერესთა გამოხატვა გამოცხადდება.
„ასაშენებელია როგორც მიწისზედა, ასევე, მიწისქვეშა პარკინგები. ამასთან დაკავშირებით ვიწყებთ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას. იცით, რომ კვლევა ჩატარებულია და შერჩეულია 10 კონკრეტული ლოკაცია ქალაქში, სადაც შესაძლებელია 10 მიწისქვეშა პარკინგის პროექტის განხორციელება და დღეს გამოგვაქვს სამი ლოკაცია, საუბარია – გეგეშიძის ბაღის, რკინიგზის სადგურისა და ვარკეთილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიებზე. ინტერესთა გამოხატვა გამოცხადდება, გაიმარჯვებს კომპანია, რომელიც მეტ საგარანტიო უზრუნველყოფას შესთავაზებს მუნიციპალიტეტს, ხოლო მიწის ნაკვეთი გამარჯვებულს ერთ ლარად გადაეცემა. ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი პროექტების განხორციელება, რომ შევძლოთ იმ პრობლემების მოგვარება, რომელიც ამ მიმართულებით დღეს აწუხებს ქალაქს“, განაცხადა კახა კალაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.