კახა კალაძე: თუ მოსახლეობის სურვილი იქნება, მზად ვართ თბილისში ავტოფარეხების ადგილზე გავაშენოთ სკვერები, ბაღები და სპორტული მოედნები
25-04-2018, 11:27

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის მერი კახა კალაძე ახალი ინიციატივით გამოდის და დედაქალაქის მოსახლეობას ავტოფარეხების ადგილას სკვერების, ბაღებისა და სპორტული მოედნების გაშენებას სთავაზობს.

 

 

მერმა თბილისის რაიონების გამგებლებს დაავალა, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დაიწყონ კომუნიკაცია მოსახლეობასთან. როგორც კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღნიშნა, მოსახლეობის მზაობის შემთხვევაში, „სიმახინჯეების" ადგილას მწვანე სივრცეები გაჩნდება.

 


„ყველა რაიონში და უბანში არსებობს ავტოფარეხები, რომელთა ადგილზეც, ვფიქრობ, შესაძლებელია საინტერესო პროექტების განხორციელება. თუ მოსახლეობის სურვილი იქნება, ჩვენ მზად ვართ, ამ ავტოფარეხების ადგილზე გავაშენოთ სკვერები, ბაღები, სპორტული მოედნები და ყველა ხარჯს თავის თავზე აიღებს თბილისის მერია. თქვენ იცით, რომ ჩვენ ძალიან ბევრს ვმუშაობთ, რომ არსებული ეკოლოგიური მდგომარეობა გამოვასწოროთ, ეს ზოგადად მსოფლიო გამოწვევაა და თბილისშიც ამ მიმართულებით სერიოზული პრობლემები გვაქვს. მნიშვნელოვანია როგორც პარკების, სკვერების რეაბილიტაცია და მშენებლობა, ასევე, ასეთი მწვანე სივრცეების მოწყობაც. თუ უბნებში მოსახლეობასთან სწორი კომუნიკაციით მოვახერხებთ, რომ ამ სიმახინჯეების ადგილას, რომელიც მეტწილად უფუნქციოა და ბევრ შემთხვევაში არაკანონიერიც, მოეწყოს რეკრეაციული ზონები, ეს იქნება ძალიან წარმატებული პროექტი. ქალაქში გაჩნდება უფრო მეტი მწვანე სივრცე, სადაც ჩვენს შვილებს ექნებათ შესაძლებლობა, დრო გაატარონ“, განაცხადა კახა კალაძემ.

 

კომენტარები: 1
#1   Giorgi
      
დედაქალაქში ავტოფარეხების თემა ძალზედ მტკივნეული საკითხია, რომელიც მესაკუთრეთა პროტესტების მიუხედავად, აუცილებლად უნდა მოგვარდეს, ანუ სახელმწიფომ უნდა იზრუნოს ქალაქის იერსახეზე, უპირობოდ უნდა დაიცვას მოსახლეობის, საზოგადოების ინტერესები და არა კერძო მესაკუთრეთა, რომლებმაც თავის დროზე უკანონობითა და მიტაცებით, წაართვეს და დაამახინჯეს თითქმის ყველა ეზო, თუ გასართობი მოედანი, ბარაქალა კალაძეს თუ ამ საკითხს სერიოზულად და პრინციპულად მიუდგება, დედაქალაქის ნოსახლეობის უდიდესი ნაწილი აუცილებლად აიტაცებს და მიესალმება, ერთი შეხედვით ამ არაპოპულარულ, მაგრამ უდიდესი მნიშვნელობის საქმეს..
25 აპრილი 2018 03:36
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი