დუშეთის მუნიციპალიტეტში ბარისახოსა და მაღაროსკარის ადმინისტრაციულ ერთეულებში სამანქანე გზების აღდგენითი სამუშაოები ხორცილდება.
„გაიწმინდა სოფელ აკუშომდე მისასვლელი 8-კმ-იანი სამანქანე გზა, განხორციელდა დახრამული მონაკვეთების შევსება, ჩამონაშალებისაგან გაწმენდა, გასწორება და დატკეპნა.
მნიშვნელოვანი სამუშაოები მიმდინარეობს სოფელ ლიქოკისჭალაში, იწმინდება ლიქოკის ხევის კალაპოტი; პროექტით გათვალისწინებულია 6-მ-იანი ხიდ-ბოგორისა და დამცავი რკინა-ბეტონის ნაგებობების მოწყობა. ნაპირსამაგრი გაბიონები მოეწყობა აგრეთვე, სოფელ კორშას მიმდებარედ ე.წ. ბაგიანაში.
მეწყერისაგან დაზიანებული გზის აღდგენა მიმდინარეობს მაღაროსკარის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ გომეწარშიც. იწმინდება სამანქანე გზის 60-კმ-იანი მონაკვეთი, რომლის მდგომარეობაც მნიშვნელოვან პრობლემებს უქმინდა მოსახლეობას. პროექტი ითვალისწინებს გზის გაწმენდას ჩამონაშალისაგან, საფარის შევსებას, მოსწორებასა და დატკეპნას, აგრეთვე საფეხმავლო ხიდების, სადრენაჟე და სანიაღვრე სისტემების მოწყობას. სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის წარმომადგენლების ინფორმაციით, სოფელ გომეწარში მიმდინარე საგზაო სამუშაოები მაისის თვის ბოლომდე უნდა დასრულდეს", ნათქვამია დუშეთის მერიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.