საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ქართული ოცნება“ პრეზიდენტობის კანდიდატს ზაფხულის ბოლოს დაასახელებს.
„კანდიდატი ჯერ-ჯერობით შერჩეული არ არის, ეს ცალსახად შეიძლება ითქვას. რაც შეეხება დასახელებას, მე ვვარაუდობ, რომ ზაფხულის ბოლოსკენ დასახელდება ჩვენი კანდიდატი და მანამდე ბუნებრივია, ჩვენ არ გვმართებს სიჩქარე. რაც შეეხება შანსებს, მე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ მიერ დასახელებული კანდიდატი აუცილებლად გაიმარჯვებს საპრეზიდენტო არჩევნებში“, აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.