„მზად ვარ ჩავერთო კანონპროექტის განხილვაში, რომელიც რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის საკითხს შეეხება“, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელიც რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის საკითხს შეეხება.
„ამ საკითხის, პირველ რიგში, შესაბამისი კომიტეტი განიხილავს და მეც მზად ვარ, რა თქმა უნდა, ჩავერთო განხილვებში და ჩემი წვლილი შევიტანო ამ მსჯელობაში. საბოლოო ჯამში, კომიტეტი მიიღებს გარკვეულ გადაწყვეტილებებს და შემდგომ, პლენარულ სხდომაზე განვიხილავთ. მთავარია, კარგად დამუშავდეს ეს საკითხი და ამის საფუძველზე ჩავერთვები ამ დისკუსიებში“, აღნიშნა კობახიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.