ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში ახლად დაგებულ გზებზე მყარი ნარჩენების შემკრები კონტეინერები განთავსდა.
50 ერთეული ახალი ურნა, ხარაგაულს, მუნიციპალური განვითარების ფონდმა გადასცა.
ა(ა)იპ „ხარაგაულის კეთილმოწყობისა და დასუფთავების გაერთიანების“ დირექტორის, თემურ ფურცელაძის ინფორმაციით, კონტეინერების განთავსება დღეს დაიწყო და 2-3 დღეში დასრულდება.
ახალი ურნები დაიდგმება ვანის, საღანძილის, ლახუნდარის, ციცქიურის, წაქვას, ღორეშის, გოლათუბნის, უბისის გზებზე და დაბაში რამდენიმე ადგილზე.
მერიის ქონების მართვისა და ეკონომიკის სამსახურის უფროსის, ჯაბა ბერაძის ინფორმაციით, უახლოეს მომავალში, ხარაგაულს, რეგიონული განვითარების ფონდიდან, დამატებით, 150 ერთეული ნაგავშემკრები კონტეინერი გადაეცემა, რომელიც მოთხოვნების შესაბამისად, სოფლების ცენტრალურ და საუბნო გზებზე განთავსდება.
ინფორმაციას ხარაგაულის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.