რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, მოსკოვი სირიას ახალი თავდაცვის სისტემით უზრუნველყოფს
25-04-2018, 15:01

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

რუსეთი ახლო მომავალში სირიის რეჟიმს ახალი თავდაცვის სისტემით უზრუნველყოფს, იტყობინება „რია ნოვოსტი“ რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით.

 


გავრცელებულ ინფორმაციაში არ არის აღნიშნული თუ რა სახის სისტემებს მიაწვდის მოსკოვი თავის ახლო მოკავშირეს.

 


ორშაბათს, რუსეთის ყოველდღიურმა გამოცემამ, „კომერსანტმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მოსკოვი ბაშარ ალ-ასადის რეჟიმისთვის S-300 სარაკეტო თავდაცვის სისტემის გადაცემას აპირებს, იმის მიუხედავად, რომ ამის წინააღმდეგი ისრაელია. ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ავიგდორ ლიბერმანმა აღნიშნული ინფორმაციის გავრცელების შემდეგ განაცხადა, რომ თუკი მძლავრი S-300 ისრაელის წინააღმდეგ იქნება გამოყენებული, სისტემა განადგურებული იქნება.

 

 

მოგვიანებით, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ნაწილობრივ უარყო გაზეთის ცნობა, განაცხადა რა, რომ S-300-ის სირიისთვის გადაცემის გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.

 

 

რუსულმა სამხედრო წყაროებმა „კომერსანტს“ უთხრეს, რომ თუკი ისრაელი შეეცდება ანტი-სარაკეტო ბატარეის განადგურებას, ეს „კატასტროფული იქნება ყველა მხარისათვის“.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი