პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე აცხადებს, რომ საქართველოს საპატრიარქო რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის გამო სისხლის სამართლის კანონმდებლობის გამკაცრებას საჭიროდ არ მიიჩნევს.
როგორც ზვიადაძემ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, საპატრიარქოს პოზიციით, აღნიშნულ საკითხზე აუცილებელია მსჯელობა.
„საქართველოს საპატრიარქო არ თვლის და მას ოფიციალური პოზიცია არ განუცხადებია, რომ აუცილებელია სისხლის სამართლის კანონმდებლობის გამკაცრება ამასთან დაკავშირებით. საქართველოს საპატრიარქოს აქვს ასეთი პოზიცია, რომ საჭიროა ამ საკითხზე ფიქრი, საჭიროა ამ საკითხზე მსჯელობა. რელიგიური გრძნობები არის უაღრესად სათუთი საკითხი. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ძალიან დიდ როლს თამაშობს ქვეყნის განვითარებასა და სტაბილურობაში და ეს ბუნებრივია. ამდენად, ვფიქრობთ, რომ საჭიროა გარკვეულ მიზნამდე მისვლა და მსჯელობა“, განაცხადა გიორგი ზვიადაძემ, რომლის თქმითაც, საპატრიარქოს პოზიციით, დაუშვებელია ნებისმიერი კონფესიის წარმომადგენელთა რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა.
„აუცილებელია ყოველთვის ზედმიწევნითი სიზუსტით გამოიკვეთოს საპატრიარქოს პოზიცია. ეს არ არის საპატრიარქოს ინიციატივა. ეს არ არის საპატრიარქოს კანონპროექტი. საპატრიარქოს არასოდეს აქვს გარკვეული თვითმიზნური დამოკიდებულება გარკვეულ საკითხთან დაკავშირებით, თუნდაც ისეთ არსებით საკითხთან დაკავშირებით, როგორიც არის რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა. საპატრიარქოს ყოველგვარი ჩართულობა, მისი დამოკიდებულება ითვალისწინებს საერთო სიკეთეს და არამხოლოდ კონკრეტულად იმას, რაც უკავშირდება საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას. თუმცა, ამ საკითხზე შეიძლება მან ძალიან მკაფიოდ თქვას თავისი პოზიცია. ამ შემთხვევაში, როცა საუბარია რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფაზე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, საქართველოს საპატრიარქო თვლის, რომ დაუშვებელია რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა არამხოლოდ მართლმადიდებლების, არამხოლოდ იმ ადამიანების, რომლებიც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლს შეადგენენ. იქნება ეს იუდაური თემი, მუსლიმური თემი, სომხური სამოციქულო ეკლესია, ბაპტისტური თემი, თუ ნებისმიერი სხვა რელიგიური აღმსარებლობა, საქართველოს საპატრიარქოს აქვს ერთმნიშვნელოვანი პოზიცია, რომ დაუშვებელია სხვისი რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა“, განაცხადა პროტოპრესვიტერმა, რომელიც ფიქრობს, რომ დაცული უნდა იყოს გამოხატვის თავისუფლება, თუმცა, გამოხატვის თავისუფლებასა და რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფას შორის ზღვარი უნდა გაივლოს.
„საჭიროა, შემუშავდეს პრინციპები და გარკვეული ორიენტირები, რომ ერთი მხრივ, დაცული იყოს გამოხატვის თავისუფლება და ამას არავითარი გარკვეული შეზღუდვა არ დაემუქროს. ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი, რომ გამოხატვის თავისუფლება იყოს დაცული, მაგრამ ამავე დროს ძალიან მკაფიო და მკვეთრი ზღვარი გაევლოს, თუ რა არის ეს გამოხატვის თავისუფლება და რა არის რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა. რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა ყოველთვის იწვევს დაპირისპირებას. ეს დაპირისპირება შეიძლება ძალიან გაღრმავდეს, რაც უაღრესად საზიანო იქნება ჩვენი სახელმწიფოსთვის, ჩვენი საზოგადოებისთვის. საქართველოს ეკლესიის პოზიცია სწორედ ამას გულისხმობს, რომ როგორღაც ოქროს შუალედი უნდა იყოს დაცული და ეს მკვეთრი ზღვარიც უნდა იყოს გავლებული, რომ ყველამ იცოდეს – დაუშვებელია რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა, მაგრამ ამავე დროს, რა თქმა უნდა, დაცული უნდა იყოს გამოხატვის თავისუფლება“, განაცხადა ზვიადაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.