„მოსწავლე-ახალგაზრდობის სპორტში მასობრივი ჩართვის ეროვნული პროგრამის ფარგლებში" საქართველოს „ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის’’ კოორდინაციით, 24 თებერვლიდან „სასკოლო სპორტული ოლიმპიადა-2018’’ დაიწყო.
ოლიმპიადა სპორტის სხვადასხვა სახეობებს მოიცავს და მასში იმერეთის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტია ჩართული. მუნიციპალურ ეტაპზე შეჯიბრებებში ვანის 10-მდე საჯარო და კერძო სკოლის გუნდი იღებდა მონაწილეობას.
გოგონებს შორის, სპორტის სახეობა გეზრბენში, წარმატებით იასპარეზა მეორე საჯარო სკოლის გუნდმა, მოიპოვა 1-ლი ადგილი და რეგიონულ ეტაპზე მონაწილეობის უფლება.
საპრასიის საჯარო სკოლის გოგონათა გუნდმა კი, მაგიდის ჩოგბურთში დაიკავა მე-2 ადგილი.
24 აპრილს ქუთაისის სპორტის სასახლეში გაიმართა მუნიციპალიტეტებს შორის გამარჯვებული გუნდების დაჯილდოება. I-II-III ადგილებზე გასულ გუნდებს გადაეცათ შესაბამისი ხარისხის დიპლომები და მედლები. სასკოლო სპორტული ოლიმპიადა-2018’’- ის რეგონალური ეტაპი მაისის თვეში გაიმართება.
ინფორმაციას ვანის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.