ევროპაში უვიზოდ გამგზავრებამდე, უვიზო მიმოსვლით მოსარგებლე ქვეყნების მოქალაქეებისთვის ნებართვის მიღება და შვიდი ევროს გადახდა სავალდებულო ხდება
25-04-2018, 16:22

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ევროკავშირის საბჭოსა და ევროპარლამენტის დღეს მიღწეული შეთანხმების მიხედვით, ევროპაში უვიზოდ გამგზავრებამდე, უვიზო მიმოსვლით მოსარგებლე ქვეყნების მოქალაქეებისთვის ნებართვის მიღება და შვიდი ევროს გადახდა სავალდებულო ხდება.

 

 

ტელეკომპანია "იმედის" ცნობით, ევროკავშირის მიერ გავრცელებულ პრესრელიზშია ნათქვამია, რომ ევროპაში გასამგზავრებლად ავტორიზაციის მისაღებად აუცილებელი ნებართვისთვის მოქალქეებს ონლაინ ანკეტის შევსება მოუწევთ.

 

 

„ანკეტაში შეტანილი ინფორმაცია ავტომატურ რეჟიმში შემოწმდება ევროკავშირისა და ინტერპოლის მონაცემთა ბაზაში, რის საფუძველზეც დადგინდება, აქვს თუ არა კონკრეტულ მოქალაქეს ევროპაში შესვლის უფლება. თუ სისტემამ საეჭვო ვერაფერი აღმოაჩინა, ევროპაში გამგზავრების ნებართვას მოქალაქე დაუყოვნებლივ მიიღებს. ევროპაში მოგზაურობის ავტორიზაცია სამი წლის ვადით გაიცემა“, განმარტებულია პრესრელიზში.

 

 

ანკეტაში მითითებული ინფორმაციის საეჭვოობის შემთხვევაში, მას დამატებით გადაამოწმებენ. ასეთ დროს, ევროპაში გასამგზავრებლად ნებართვის მისაღებად მაქსიმალური ვადა 96 საათი, ანუ ოთხი დღე იქნება.

 

 

ევროპაში მოგზაურობის ნებართვის მიღება პირველ ეტაპზე, იმ მოქალაქეებს დასჭირდებათ, ვინც თვითმფრინავით ან გემით მგზავრობს. სამ წელიწადში კი, იგივე მოთხოვნები ავტობუსით მოგზაურებზეც გავრცელდება.

 

 

ევროპაში მოგზაურობის საინფორმაციო და ავტორიზაციის სისტემას, რომელიც 2020 წლიდან ამოქმედდება, ევროპარლამენტის დეპუტატებმა უნდა უყარონ კენჭი.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი