საქართველოში ოფიციალურ ვიზიტად ნატო-ს საერთაშორისო სამხედრო შტაბის დირექტორი იმყოფება
25-04-2018, 18:28

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოში ოფიციალურ ვიზიტად ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის საერთაშორისო სამხედრო შტაბის დირექტორი იმყოფება. გენერალ-ლეიტენანტ იან ბრუქს დღეს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა უმასპინძლა.

 

 

შეხვედრის დასაწყისში ლევან იზორიამ ნატოელ გენერალს საქართველოს ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებისა და ქვეყნის სუვერენიტეტის ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

 

 

თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, მხარეებმა ალიანსსა და საქართველოს შორის არსებული სტრატეგიული თანამშრომლობის მნიშვნელობა ხაზგასმით აღნიშნეს და მისი გაღრმავების პერსპექტივებზე იმსჯელეს. თავდაცვის მინისტრის განცხადებით, საქართველო წარმატებით აგრძელებს თავდაცვის სისტემის ტრანსფორმაციას, რითიც თავისი წვლილი შეაქვს საერთო უსაფრთხოების მხარდაჭერაში. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ერთობლივი სამხედრო წვრთნებისა და სწავლებების მნიშვნელობაზე, რომელიც ხელს უწყობს ნატოს წევრი ქვეყნებისა და საქართველოს სამხედრო ძალების ურთიერთთავსებადობის გაძლიერებას.

 

 

შეხვედრას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია დაესწრნენ.

 

 

ოფიციალური შეხვედრის შემდეგ, ნატოს საერთაშორისო სამხედრო შტაბის ხელმძღვანელმა თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ „ნატო და მისი პარტნიორები“ ლექცია წაიკითხა. თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელ პირებთან ერთად, ლექციას სამხედრო მოსამსახურეები, დიპლომატიური კორპუსისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები და თავდაცვის უწყების უცხოელი მრჩევლები დაესწრნენ.

 

 

ვიზიტის ბოლოს, გენერალ-ლეიტენანტი იან ბრუქსი ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრს ესტუმრა (JTEC). JTEC-ის მეთაურმა, პოლკოვნიკმა გრიგოლ ჭელიძემ საერთაშორისო სამხედრო შტაბის დირექტორისთვის ცენტრის საქმიანობის, მიზნებისა და ამოცანების შესახებ საინფორმაციო ბრიფინგი გამართა და მას სწავლება „ნატო-საქართველო 2019“-ის მოსამზადებელი პროცესის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი