თიანეთის მუნიციპალიტეტის სკოლების მოსწავლეებისთვის ღონისძიება „ერთი დღე ჯარში“ გაიმართა
25-04-2018, 18:47

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ნატოს კვირეულის ფარგლებში, ვაზიანის IV მექანიზებულ ბრიგადაში თიანეთის მუნიციპალიტეტის სკოლების მოსწავლეებისთვის ღონისძიება „ერთი დღე ჯარში“ გაიმართა.

 

 

ბავშვებმა ნატო-საქართველოს ურთიერთობებისა და საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში საქართველოს მონაწილეობის შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაციები მიიღეს. მოსწავლეებს ლექციები ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის კოორდინაციისა და მონიიტორინგის სამმართველოს უფროსმა შალვა თევდორაძემ და ვიცე-პოლკოვნიკმა ირაკლი უჩაძემ წაუკითხეს და მათ კითხვებს უპასუხეს.

 

 

სამხედრო ბაზაზე ვიზიტის განმავლობაში სტუმრებისთვის სიმულაციური ცენტრისა და სამხედრო ტექნიკის დათვალიერებაც საინტერესო აღმოჩნდა.

 

 

ნატოს კვირეული საქართველოში მეთერთმეტედ ტარდება. ღონისძიება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და სსიპ "ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის" ორგანიზებით გაიმართა.

 

 

ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი