ინდოეთში სასკოლო ავტობუსის მოძრავ მატარებელთან შეჯახების შედეგად სულ მცირე 13 ბავშვი დაიღუპა.
გავრცელებული ცნობით, ინციდენტი მძღოლის დაუდევრობამ გამოიწვია, რომელიც მედიის ინფორმაციით, ყურსასმენის მეშვეობით ტელეფონზე საუბრობდა. ავტობუსი ასევე მეტისმეტად იყო გაჭედილი. ჯერჯერობით უცნობია, თუ რამდენი ბავშვი იყო ზუსტად ავტოსატრანსპორტო საშუალებაში.
7 ბავშვს კრიტიკული დაზიანებები აქვს და შესაძლოა გარდაცვლილთა რიცხვმა მოიმატოს, განაცხადა ადგილობრივი პოლიციის ოფიციალურმა წარმომადგენელმა. ინდური „თაიმსის“ ცნობით, ინციდენტი ქალაქ კუშინაგარის სიახლოვეს, დუდჰიში, სარკინიგზო ხაზის გადაკვეთაზე მოხდა.
ეს ამ თვეში მეორე შემთხვევაა ინდოეთში, როცა ავარიაში სასკოლო ტრანსპორტის მოყოლის შედეგად ბავშვები დაიღუპნენ. 9 აპრილს, 23 ბავშვი და მათი თანმხლები 4 ზრდასრული დაიღუპა ჰიმაჩილ პრადეშის კანგრას რაიონში მას შემდეგ, რაც მძღოლმა კონტროლი დაკარგა და სასკოლო ავტობუსი 100 მეტრის სიმაღლის ღრმა ხევში გადავარდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.