ევროკავშირმა შვიდ ქვეყანასთან - სენტ-ლუსიასთან, გრენადასთან, ვანუატუსთან, ტრინიდადი და ტობაგოსთან, დომინიკასთან, სენტ-ვინსენტი და გრენადინებთან და სამოასთან სავიზო რეჟიმი გააუქმა.
სავიზო რეჟიმი მოკლევადიანი ვიზიტებისთვის უქმდება. კერძოდ, ზემოთ ჩამოთვლილი ქვეყნების მოქალაქეებს ევროკავშირში უვიზოდ ყოფნა 180-დღიან პერიოდში 90 დღის განმავლობაში შეეძლებათ, იგივე უფლებით ისარგებლებენ ევროკავშირის მოქალაქეები აღნიშნული შვიდი ქვეყნის ტერიტორიაზე.
"დღევანდელი შეთანხმება ხალხთა შორის კავშირების გაღრმავებას, ტურიზმის განვითარებას და ევროკავშირსა და შვიდ ქვეყანასთან ბიზნესის განვითარებას შეუწყობს ხელს", - განაცხადა ლატვიის ევროპის საქმეთა საკითხებში სახელმწიფო მდივანმა, ზანდა კალნინა-ლუკაშევიჩამ.
უვიზო მიმოსვლა მოქმედებს ყველა კატეგორიის ადამიანისთვის და ნებისმიერი მიზნით ვიზიტზე. აღნიშნული შეთანხმების შესახებ გადაწყვეტილება საბოლოო დასამტკიცებლად ევროპარლამენტს გადაეგზავნება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.