ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრების შექმნა/მოწყობის და აკრედიტაციის მიღების მიზნით შერჩევის პროცესში წინადადებათა წარდგენის ვადამ 2018 წლის 14 მაისის ნაცვლად 21 მაისამდე გადაიწია.
ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, ასევე შეიცვალა აკრედიტაციის ცენტრში აკრედიტაციის მისაღებად განაცხადის შეტანის ვადაც და ის 2018 წლის 1-ელი აგვისტოდან 20 სექტემბრამდე განისაზღვრა, ხოლო შერჩევის პროცესში გამარჯვებულმა პირმა ან პირებმა აკრედიტაციის მიღების მიზნით ინსპექტირების ცენტრის შექმნა/მოწყობა და აკრედიტაციის მიღება უნდა უზრუნველყონ არაუგვიანეს 2018 წლის 20 დეკემბრისა (ნაცვლად 2018 წლის 1 ნოემბრისა).
"საქართველოს ტერიტორიაზე ექსპლუატაციაში არსებული და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული გარკვეული ავტოსატრანსპორტო საშუალებები, სავალდებულო პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებას ექვემდებარებიან ეტაპობრივად, 2017 წლის 31 დეკემბრიდან.
საქართველოში არსებული მთლიანი საავტომობილო პარკის ინსპექტირების დაწყებისთვის, აუცილებელია, არსებული ინსპექტირების ცენტრების მობილიზება და ხელსაყრელი პირობების შექმნა ახალი ცენტრების შექმნის/მოწყობისა და აკრედიტაციის მიღებისათვის, იმ რეგიონებში, რომლებშიც არსებობს ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების სერვისის მიწოდების შეფერხების რისკები.
წინადადებების წარმოდგენის შესახებ მოწვევით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო იწვევს ადგილობრივ და საერთაშორისო კომპანიებს ან კომპანიების ჯგუფებს - კონსორციუმებს, რათა მათ გამოხატონ პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრის შექმნის/მოწყობისა და აკრედიტაციის მიღების სურვილი დადგენილი მაჩვენებლების მიხედვით", ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.