„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“-ს ხელმძღვანელობა საპარლამენტო სპიკერატის წარმომადგენლებთან, ფრაქციებისა და კომიტეტების თავმჯდომარეებთან შეხვედრას გამართავს. როგორც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე აცხადებს, შეხვედრის მიზანი პარტიის ყრილობისთვის მზადება და არსებული ამოცანების განხილვაა.
„პარტიის ყრილობისთვის უნდა მოვემზადოთ, რაც პარტიის ეფექტიანობის გაზრდაზე იქნება ორიენტირებული და პოლიტიკურ პროცესს კიდევ უფრო გააჯანსაღებს. ამ შეხვედრის მიზანია, პარტიის წინაშე არსებული ამოცანების განხილვა და მზადება ყრილობისთვის”, განაცხადა თალაკვაძემ, რომლის ინფორმაციითაც, ასევე დაწყებულია კონსულტაციები უმრავლესობის სხდომის გაფართოებულ ფორმატში ჩატარებასთან დაკავშირებით.
„არაერთი შეხვედრა გაიმართა და უახლოეს პერიოდში ეს საკითხები ამოიწურება. უმრავლესობის ფართო შეხვედრასთან დაკავშირებით მედიაში იყო გადაჭარბებული მოლოდინი შექმნილი, თითქოს, ეს ერთი შეხვედრა მიეძღვნება იმ საკითხების გადაჭრას, რაც პარტიაში შიგნით არსებობს. ეს ასე არ არის, უმრავლესობის შეხვედრა უახლოეს მომავალში გაიმართება“, განუცხადა არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.