საუდის არაბეთის სამეფო თბილისში საელჩოს გახსნის
26-04-2018, 12:05

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საუდის არაბეთში საქართველოს ელჩის გიორგი ჯანჯღავას მიერ საუდის არაბეთის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან გამართულ დასკვნით შეხვედრაზე, მიღებული იქნა გადაწყვეტილება თბილისში საუდის არაბეთის სამეფოს საელჩოს გახსნის თაობაზე.

 

 

„საუდის არაბეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების ხელშეწყობისა და განვითარების სურვილიდან გამომდინარე, საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო 2018 წლის მაისში აპირებს სამეფოს საელჩოს გახსნას საქართველოში, დედაქალაქ თბილისში”, აღნიშნულია საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ნოტაში.

 

 

„აღსანიშნავია, რომ საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საუდის არაბეთის სამეფოსთან თანამშრომლობის გააქტიურებას. ამ მიზნით, 2015 წლის იანვარში, საუდის არაბეთში, ქ. რიადში გაიხსნა საქართველოს საელჩო, რამაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ორ ქვეყანას შორის ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების განვითარებას სხვადასხვა სფეროში, მათ შორის პოლიტიკურ, სამხედრო, სავაჭრო-ეკონომიკურ, საინვესტიციო და ტურიზმის სფეროებში. საქართველო და საუდის არაბეთი აქტიურად თანამშრომლობენ ორი ქვეყნის საგარეო უწყებებს შორის პოლიტიკური დიალოგის ფორმატში, ასევე მჭიდროა პარლამენტთაშორისი თანამშრომლობა.

 

 

მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის თვალსაზრისით, აღსანიშნავია, რომ საუდის არაბეთი იყო პირველი არაბული ქვეყანა, რომელმაც მხარი დაუჭირა გაერო-ში ჩვენს IDP რეზოლუციას.

 

 

სავაჭრო-ეკონომიკური და ტურიზმის მიმართულებით აღსანიშნავია, რომ პირდაპირი საუდური ინვესტიციების ოდენობამ საქართველოში გადააჭარბა 100 მილიონ აშშ დოლარს.

 

 

ასევე პოზიტიური დინამიკაა ტურიზმის მიმართულებითაც, მხოლოდ 2017 წელს საქართველოს ეწვია 60 ათასამდე საუდის არაბეთის მოქალაქე, რასაც ხელს კიდევ უფრო შეუწყობს ქართულ ბაზარზე საუდის არაბეთის ეროვნული გადამზიდავი ავიაკომპანია Flynas-ის შემოსვლა, რომელიც მიმდინარე წლის ივნისიდან დაიწყებს თბილისის მიმართულებით პირდაპირი რეისების განხორციელებას საუდის არაბეთის უმსხვილესი ქალაქებიდან, რიადიდან, ჯედადან და დამამიდან", აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი