"გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერის, ნინო ბურჯანაძის განცხადებით, მას უკვირს "ქართული ოცნების", რომელიც უარყოფს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" დაშლაში რაიმე წვლილი მიუძღვით. ამის შესახებ ნინო ბურჯანაძემ გადაცემა "რეაქციაში" განაცხადა და დასძინა, რომ თავის დროზე ივანიშვილის ამოცანა იყო "ქვეყანაში ტემპერატურის დაწევა, პოლიტიკის გაგრილება", რომელიც მან კოჰაბიტაციის ფარგლებში შეასრულა კიდეც.
"ვეთანხმები და დარწმუნებული ვარ, მათ მართლაც არავითარი წვლილი ამაში არ მიუძღვით, იმიტომ, რომ "ქართული ოცნების" ამოცანა არასოდეს ყოფილა ის, რასაც ხალხს რეალურად შეჰპირდნენ. ეს არის "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური არენიდან გაქრობა და დაშლა. ამის საუკეთესო მაგალითია მათ მიერ დაწყებული კოჰაბიტაცია და თუნდაც ის, რაც სხვათა შორის გამორჩა ხალხს ეიფორიაში. ვგულისხმობ ბიძინა ივანიშვილის გულწრფელ სიტყვებს თავის დროზე, როდესაც მან თქვა, რომ მისი ამოცანაა ქვეყანაში ტემპერატურის დაწევა, პოლიტიკის გაგრილება, რომ თურმე "ნაციონალური მოძრაობა" ჩვენი სისხლი და ხორცია და არ უნდა გაქრეს პოლიტიკური არენიდან.
კოჰაბიტაცია როგორც ჩანს ლოგიკური იყო იმ ვალდებულებებიდან გამომდინარე, რაც ჰქონდა ბიძინა ივანიშვილს, "ქართული ოცნების" დიდმა ნაწილმა ალბათ არც იცოდა ამის თაობაზე", - განაცხადა ბურჯანაძემ.
მისივე თქმით, რამდენიმე ადამიანის მიერ "ნაციონალური მოძრაობის" დატოვება არის პირდაპირი მცდელობა ცალკეული წრეების - ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან და პროამერიკული ოპოზიციის მხრიდან, რომ შეიქმნას რაღაც ახალი პროამერიკული გაერთიანება.
"აქ არის გამალებული ბრძოლა იმაზე, რომ საქართველოში მოვიდეს არა ის ძალები, რომელსაც ქვეყნის მოსახლეობა ჩათვლის საქართველოს ინტერესებისათვის ძალიან მნიშვნელოვნად, არამედ ბრძოლაა იმისთვის, რომ რადაც არ უნდა დაუჯდეს აშშ-ს, ხელისუფლებაში მოიყვანოს პროამერიკული ძალები, რომლებიც მოემსახურებიან მათ და არა ქართველი ხალხის ინტერესებს", - აღნიშნა ნინო ბურჯანაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.