თბილისის მერი, პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“-ს გენერალური მდივანი კახა კალაძე აცხადებს, რომ ყოფილი პრემიერ მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის „ქართული ოცნების“ სათავეში დაბრუნება პარტიის უფრო მეტად გაძლიერებითაა განპირობებული, ხოლო მოქმედი თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილი თავის საქმიანობას ქვეყნის პრემიერ მინისტრის რანგში განაგრძობს და მისი შეცვლა არ იგეგმება.
„დაბრუნების გადაწყვეტილება განპირობებული იყო იმიტომ, რომ ჩვენ გვინდოდა, რომ პარტიის როლი კიდევ უფრო გავაძლიეროთ ქვეყნის განვითარებაში ახალი იდეებით და შესაბამისად, ყველანაირად მზად ვართ ჩვენ იმისთვის, რომ ახალ ეტაპზე გადავიყვანოთ ზოგადად პარტიული განვითარება და პარტიული ცხოვრება“, განაცხადა კალაძემ და შეკითხვაზე, შეიცვლება თუ არა ქვეყნის პრემიერ მინისტრი - ასე უპასუხა:
„არ შეიცვლება გიორგი კვირიკაშვილი. გიორგი კვირიკაშვილი არის პრემიერ მინისტრი და ის გააგრძელებს თავის საქმიანობას“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.