მელია ივანიშვილზე: ასეთი ცინიზმი ადამიანის მხრიდან, რომ გამოვიდეს და თქვას - მე ვბრუნდები იქ, საიდანაც ის არასდროს წასულა, ნაკლებად მოიძებნება მსოფლიო პოლიტიკის ისტორიაში
26-04-2018, 15:24

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ასეთი ცინიზმი ადამიანის მხრიდან, რომ გამოვიდეს და თქვას, რომ მე ვბრუნდები იქ, საიდანაც ის არასდროს წასულა, ნაკლებად მოიძებნება მსოფლიო პოლიტიკის ისტორიაში, ასე ეხმაურება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია ყოფილი პრემიერ მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის თანხმობას, უხელმძღვანელოს „ქართულ ოცნებას".

 


როგორც ნიკა მელიამ „რუსთავი 2"-თან საუბრისას განაცხადა, ქართულ საზოგადოებაში არ დარჩა ადამიანი, ვინც დაიჯერებს, რომ ივანიშვილი საიდანღაც დაბრუნდა.

 

 

„ესეც ცალკე ტრაგედიაა, როდესაც ადამიანს მიაჩნია უბედურებად და მეორედ მოსვლად პარტიაში პრობლემა. ის, რომ ქვეყანაში მთელი ექვსი წლის განმავლობაში მართლა მეორედ მოსვლაა და ტრაგედია ტრიალებს, მას არაფრად არ მიაჩნია.... აღარ დარჩა მე მგონი საზოგადოებაში არავინ, ვინც დაიჯერებს, რომ ივანიშვილი ახლა საიდანღაც დაბრუნდა", აცხადებს ნიკა მელია.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი