„ბიძინა ივანიშვილი როდესაც მიდიოდა პოლიტიკიდან, განაცხადა, დიდი უბედურება უნდა მოხდეს ქვეყანაში, რომ დავბრუნდეო და ეს დაემსგავსება მეორედ მოსვლასო. ეტყობა, ეს დიდი უბედურება ხდება უკვე", ასე ეხმაურება ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი.
მისი თქმით, იმ ფონზე, როდესაც „ქვეყანაში არის პოლიტიკური კრიზისი, საგარეო პოლიტიკის კუთხით გვაქვს უამრავი გამოწვევა, ქვეყანაში არის მძიმე სოციალური გაჭირვება, ამიტომ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში შემოსვლას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა".
„ორი წლის განმავლობაში ხშირად მოვუწოდებდი დაბრუნებულიყო და პოლიტიკურ პროცესებზე აეღო პასუხისმგებლობა. რატომ არის ეს კარგი? პირველ რიგში, დასრულდება საუბარი არაფორმალურ მმართველობაზე, რაც ძალიან გვაზიანებდა დასავლეთის თვალში, მეორე – ყველას ეცოდინება თავისი ადგილი, პირველ რიგში, „ქართულ ოცნებასთან“ მიკერებულ-პორტირებულებს, რომლებიც სარგებლობდნენ ოცნებისა და ბიძინა ივანიშვილის სახელით. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ჩემთვის, უნდა დამთავრდეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი“, განაცხადა ირმა ინაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.