ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ იძულებით გადაადგილებულ პირებთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო
26-04-2018, 16:44

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ განიხილა და მიიღო რეზოლუცია „ევროპაში იძულებით გადაადგილებულ პირთა ჰუმანიტარული საჭიროებები და უფლებების“ შესახებ.

 

 

პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, რეზოლუციის იმ ნაწილში, რომელიც ეხება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ თამარ ჩუგოშვილის ხელმძღვანელობით ცვლილებები შეიტანა დოკუმენტში და პირველად ჩაიწერა რეზოლუციაში, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას (EUMM) მიეცეს უფლება სრულად განახორციელოს მისი მანდატი საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში, რომ ქართველების ეთნიკური წმენდის ფაქტებთან დაკავშირებით რუსეთმა უნდა დაიწყოს გამოძიება და მიიღოს შესაბამისი ზომები კონფლიქტების შედეგად იძულებით გადაადგილებულ პირთა საკუთრების დაცვისა და მომავალში ამ ქონების დაბრუნების მიზნით.

 

 

ასამბლეა მოითხოვს, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ გაიხსნას უფრო მეტი ე.წ. გამშვები პუნქტი და შეწყდეს რუსი სამხედროების მხრიდან მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების დამონტაჟების პროცესი, რაც ზღუდავს თავისუფალ გადაადგილებას.

 

 

აღნიშნულ რეზოლუციაში, საპარლამენტო ასამბლეა გმობს აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთის რეგიონებიდან კონფლიქტების დროს მოსახლეობის ძალადობრივ გამოდევნას და მოითხოვს, რომ რუსეთის ფედერაციამ აღიაროს ყველა იძულებით გადაადგილებულ პირთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების უფლება თავიანთ ტერიტორიებზე, მათ შორის მათი, რომლებიც იძულებულნი იყვნენ 2008 წლის ომის დროს დაეტოვებინათ ტერიტორია.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი